კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას - თამარ გაბუნია

23 მარტი 2021, 12:23 631 ნახვა

კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, 65 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 25 მარტიდან გაფართოვდება.

„ამ კვირის ბოლომდე ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის. აპრილის ბოლოსკენ ველოდებით დამატებით დოზებსაც, რაც ასევე განსაზღვრულია „კოვაქსის“ პლატფორმით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია განცხადებით, ამ დროისათვის Covid-19-ზე 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი აიცრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში