ფეხბურთის მატჩზე, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს ''კომენდანტის საათის'' დროს გადაადგილების უფლება ექნება 

23 მარტი 2021, 12:38 898 ნახვა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ 28 მარტს დაგეგმილი მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. ბილეთის ყიდვის დროს კი თითოეულ მათგანს გადაადგილების უფლების ნებართვაც მიენიჭებათ. 

დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება, ამიტომ თამაშის დასრულების დროს უკვე ე.წ. კომენდანტის საათი იქნება. 

''28 მარტს დაგეგმილია საერთაშორისო მატჩები რაგბიში და ფეხბურთში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება თამაშზე  გულშემატკივართა დაშვება. საუბარია 30%. ისინი შეხვედრას რეგულაციების დაცვით დაესწრებიან. 

რაგბის მატჩი სამ საათზე გაიმართება, ფეხბურთის მატჩი კი 8 საათზე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ის მოხდება შეზღუდვების პერიოდში. მიღებული გადაწყვეტილებით ყველა გაყიდული ბილეთის დროს მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც თამაშის შემდეგ გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას უზრუნველყოფს. 

დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ფედერაციის გვერდზე იქნება განთავსებული. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. 

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში დაიწყება ბილეთების გაყიდვა'' - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში