ლავროვი: “რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა”

23 მარტი 2021, 12:52 895 ნახვა

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ არსებობს. ამ ურთიერთობის მთელი ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივი გადაწყვეტილებებით დაინგრა“, – განაცხადა ლავროვმა. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნასთან ინარჩუნებს ურთიერთობას, ამის ფონზე კი, რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან უფრო სწრაფად ვითარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში