კოლორადოს შტატის სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა

23 მარტი 2021, 12:57 739 ნახვა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში სუპერმარკეტში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. სამართალდამცავებმა სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც დაშავებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე „კინგ სუპერს“-ის სუპერმარკეტში მოხდა. სროლის ამსახველი კადრების ნაწილი თვითმხილველებმა სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გაავრცელეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში