გერმანიამ “ლოქდაუნის“ რეჟიმი 18 აპრილამდე გაახანგრძლივა

23 მარტი 2021, 13:01 788 ნახვა

გერმანიაში “ლოქდაუნის“ რეჟიმი 18 აპრილამდე გახანგრძლივდება,- მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს, იმუშავებენ.  კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები. რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, 18 აპრილამდე დახურული დარჩება   სასტუმროები, რესტორნები, სასპორტო დარბაზები და კულტურული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გერმანიაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში