უვადო პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც ქალს შვილების თვალწინ სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - პროკურატურა 

23 მარტი 2021, 13:51 5590 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს ბრალდებულმა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ეძინა განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

აღნიშნული პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში