ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია

23 მარტი 2021, 14:38 727 ნახვა

ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში რიგით  მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები  ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.  

წინასწარი შედეგების  ოთხშაბათს ღამით, ხოლო  საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, პარასკევს გახდება ცნობილი.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს და ის 120-ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში