ავღანეთში თალიბები დასაქმებულ ქალებზე ნადირობენ

23 მარტი 2021, 14:38 1245 ნახვა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადის ტელევიზიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა,  უსაფრთხოების მიზნით, ყველა ქალი თანამშრომელი სამსახურიდან დაეთხოვა. ამის მიზეზი ბოლო თვეებში 4 ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალის სასტიკი მკვლელობა გახდა.

ავღანეთში ქალებისთვის სახლიდან გასვლა, საზოგადოებაში გამოჩენა და საჯარო სივრცეში მუშაობა უკიდურესად სახიფათო და სიკვდილის ტოლფასია. მათ შორის არიან ჟურნალისტი ქალები. ისინი ექსტრემისტების სამიზნეს წარმოადგენენ და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან ძვირი უჯდებათ.

სამსახურიდან დათხოვილი ჟურნალისტი ქალები აცხადებენ, რომ მათ არსებულ ვითარებასთან შეგუება არ სურთ და აუცილებლად  დაბრუნდებიან  ტელევიზიაში სამუშაოდ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში