საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს - ეკატერინე ტიკარაძე

23 მარტი 2021, 15:28 873 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოშ "ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზა ხვალ შემოვა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მესამე ტალღა მოსალოდნელია და ამაზე მომატებული შემთხვევები მეტყველებს.

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება მოხდება პირველ ლოკაციაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში და მოგვიანებით გადანაწილდება ყველა იმ ლოკაციაზე სადაც მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც მედპერსონალისთვის, ასევე ყველა იმ ჯგუფებისთვის, რომელიც გუშინ დაიშვა.

მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია გვაძლევს იმის ეჭვს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძება, რომელიც დღეს ძალაშია.

არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში