კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

23 მარტი 2021, 21:02 1164 ნახვა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აჭარის მაუწყებელს დაუდასტურა.

მისივე თქმით, მსახიობს არსებული ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდა.

"კახი კავსაძე კვლავ რჩება კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მდგომარეობა განპირობებულია ძირითადი დაავადებისგან და უტარდება სიმპტომური მკურნალობა", - აცხადებს ლევან რატიანი.

კახი კავსაძე გასული წლის ბოლოს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში