ზურაბ პატარაძე სეტყვის შედეგებს გაეცნო

02 ნოემბერი 2016, 00:00 3740 ნახვა

სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეების ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. ხუსეინ წულუკიძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა. ზურაბ პატარაძე ფერმერს არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, სეტყვა ღამით რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზუალურად მიყენებული ზიანის დათვლა შეუძლებელია.

ამავე კატეგორიაში