პუტინი პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას მეხუთე ვადითაც შეძლებს

24 მარტი 2021, 17:46 964 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ისევ იყაროს კენჭი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის კონსტიტუციის ახალი დებულების თანახმად, საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება, შესაბამისად პუტინი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას კიდევ 2 ვადით შეძლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში