საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

25 მარტი 2021, 10:49 872 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 356 პაციენტი, გარდაიცვალა 10.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,56 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –1,58 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 093, პისიარ ტესტით – 10 545.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა – 22, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 027 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 278 გამოჯანმრთელდა, 3 732 კი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში