„ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს - გამყრელიძე ​

25 მარტი 2021, 14:19 1432 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის წინ ჩასატარებელ კითხვარში არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი კოსმეტიკურ ფილერს.

„პრევენციული ღონისძიებაა ის, რომ როცა ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის კითხვარში, 12, თუ 11 კითხვაა, თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შემდეგ ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება, აქ იყოს მომატებული რისკი, მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან

 Pfizer ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. ეს დაემატა კითხვას, რადგან ვისაც ფილერები ხშირად აქვს გამოყენებული, Pfizer-ს იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს  მკურნალობას, ამას შეეკითხებიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში