ეს არის აბსურდი - პრემიერი თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომაზე

25 მარტი 2021, 15:34 12234 ნახვა

ეს არის აბსურდი - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადაყენებას ეხებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. 

''ბატონი თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი  წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი და ჩვენი გუნდის წევრი. გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან დღეს ატეხილი აჟიოტაჟი. რა თქმა უნდა მასზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო.  ეს არის აბსურდი''- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს მედიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში