საბანაძე სისტემიდან წასვლას ზაფხულში აპირებდა, მაგრამ მან გადადგომა უბრალოდ დააჩქარა - პრემიერი

25 მარტი 2021, 15:53 1068 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე სისტემიდან წასვლას ზაფხულში აპირებდა, თუმცა მან გადადგომა დააჩქარა.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"რაც შეეხება ელჩი საბანაძის გადადგომას. მე მოვისმინე ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანისგან, რომ ელჩი საბანაძე აპირებდა სისტემიდან წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე, მგონი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ნათელი განმარტება და არ საჭიროებს დამატებით კომენტირებას", — აღნიშნა პრემიერმა.

ნატალია საბანაძემ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში