ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად - აშშ-ს საელჩო

25 მარტი 2021, 17:19 740 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა.

''ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ COVAX-ისა ($4 მილიარდი) და UNICEF-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში'' - აცხადებენ აშშ-ს საელჩოში. 

Pfizer-ის ვაქცინის საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. მოქალაქეებს astrazeneca-სა დაPfizer-ის ვაქცინას  შორის არჩევანის გაკეთების საშუალება შეეძლებათ.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში