მეწყრული პროცესები მაღალმთიან აჭარაში

25 მარტი 2021, 18:27 1157 ნახვა

შუახევში, სოფელ ცხემლისში, დარგულის უბნის საავტომობილო გზაზე, ჩამოწოლილი ქვის ლოდების გასაწმენდად ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ლოდების აფეთქებაც გახდა საჭირო. ამ დროისთვის   15 ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივებს საცალფეხო ბილიკებით უწევთ გადაადგილება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ლოკაციაზე მეწყრის სრულად გაწმენდა ხვალ დასრულდება.  მძიმე ტექნიკა გზას შუახევში ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქედაში მერისი-სიხალიძეების მიმართულებითაც წმენდს. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს - აქ  დიდაჭარა-საციხური-გელაურის გზა ცალმხრივად გახსნილია.  მეწყრული პროცესები მაღალმთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარდა. ამ დრომდე შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში