მერკელმა გადაწყვეტილება უკან წაიღო

25 მარტი 2021, 18:38 876 ნახვა

გერმანიის კანცლერმა აღდგომის დღეებში ხუთდღიანი მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და საზოგადოებას მოუბოდიშა. ანგელა მერკერის მიერ ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას  ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან, ასევე რელიგიური ლიდერებისგან კრიტიკა მოჰყვა. რის მიხედვითაც, გერმანიაში 1-დან 5-აპრილის პერიოდში შეზღუდვები უნდა გამკაცრებულიყო,  ყველა მაღაზია უნდა დახურულიყო, მოქალაქეებს კი სოციალური კონტაქტები შეეზღუდათ, იკრძალებოდა ასევე საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში