ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ბავშვთა უფლებების ცენტრი’’ გაიხსნა. მიზანი ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერება, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვაა. უნივერისტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის კი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარებმა ცენტრის მნიშვნელობასა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.