მთავარი მსოფლიოში

25 მარტი 2021, 20:01 1342 ნახვა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის  რესპუბლიკის პარლამენტმა რუსული ენა  ოფიციალურად აღიარა და შესაბამისი შესწორებების პროექტი დაამტკიცა.  ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა.  კანონის თანახმად, ახლა მთიან ყარაბაღში ოფიციალურ ენებად სომხური და რუსული მიიჩნევა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფო ორგანოებმა, იურიდიულმა პირებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა საქმეები  სომხურ და რუსულ ენებზე უნდა წარმართონ. პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა,  რაც ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები  ხანგრძლივად  განთავსდნენ. მათი ამოცანა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების ხელშეწყობაა.

რუსეთმა განავითარა სამხედრო შესაძლებლობები და სტრატეგიები, იმისთვის, რომ გამოწვევის წინაშე დააყენოს ნატო-ს მოკავშირეები და ძირი გამოუთხაროს წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლური სამყაროს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას ქვეყნები მხოლოდ ალიანსში და პარტნიორებთან ერთად შეძლებენ. სახელმწიფო მდივანმა გამოწვევების დაძლევის საშუალებებზე ისაუბრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში