საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

26 მარტი 2021, 11:04 863 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ექვსი პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში  ქვეყანაში ჩატარდა 29 341 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 964, პისიარტესტით – 10 377.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,89 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში