წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 მარტი 2021, 11:31 1907 ნახვა

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს და კიდევ ერთ მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია მედავითნეც. ისინი მეორე დღეა იზოლაციაში იმყოფებიან.  ამ ეტაპზე ეკლესიის ჭიშკარი დაკეტილია და ეკლესიაში მრევლი არ იმყოფება. 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ერთ-ერთ მღვდელს და მედავითნეს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ სასულიერი პირები, მედავითნეები და მგალობლები ყოველკვირეულად ვიტარებთ ტესტირებას. კოვიდის დადასტურების შემდეგ, უკვე ორი დღეა ისინი იზოლაციაში არიან. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ორი დღით დაიკეტა და იქ ამჟამად მიმდინარეობს დეზინფექცია. შაბათს საღამოს ლოცვის დროს ტაძარი გაიხსნება'' -  განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

დღეს, 26 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში