ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 მარტი 2021, 12:56 1779 ნახვა

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან მეექვსე კლასის მოსწავლეები. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. 

სკოლის დირექტორის განმარტებით, კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

'' ინფორმაცია ბავშვების ინფიცირების შესახებ დაახლოებით 40 წუთის წინ გავიგეთ, კლასი სკოლაში 14:30 წუთზე უნდა გამოცხადებულიყო. მშობლები უკვე გავაფრთხილეთ და მომდევნო დღეების განმავლობაში ონლაინ სწავლება იქნება'' - განაცხადა მარიზა აბაშიძემ. 

სკოლის ადმინისტრაციამ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს აცნობა, კლასში კი შესაბამისი სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება. სკოლაში პედაგოგების ტესტირება ოთხშაბათს ჩატარდა. მარიზა აბაშიძის ინფორმაციით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 

მეექვსე კლასის მოსწავლეები სკოლაში ბოლოს სამშაბათს იყვნენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში