27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

26 მარტი 2021, 15:33 2114 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში