განათლების სამინისტროს უარი "ამბასადორის" მშენებლობის ნებართვის გაუქმებაზე

26 მარტი 2021, 18:32 1172 ნახვა

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა "ბათომს" ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნაზე უარი უთხრა. მაია ხაჯიშვილმა ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ბრძანებას ხელი მინისტრმა ცოტა ხნის წინ მოაწერა.

სავარაუდოდ, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

ორგანიზაცია "ბათომი" აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვას ასაჩივლებს, რომლითაც კომპანია "ამბასადორს" ბათუმის ზღვისპირა პარკში 16 სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მიეცა.

"ბათომი" და ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, რომლითაც ბულვარში, როგორც ძეგლზე მსგავსი სახის სამუშაოს ჩატარება დაუშვებელია. დასაშვებია მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომპანია "ამბასადორი" სასტუმროს, ყოფილი ბალნეოლოგიური შენობის ადგილას აშენებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში