ქობულეთის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 მარტი 2021, 18:45 1287 ნახვა

ქობულეთის, პირველ საჯარო სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მოსწავლეს სკოლასთან კონტაქტი ორშაბათის შემდეგ არ ჰქონია, როგორც სკოლის დირექტორი, ნარგიზ რომანაძე ამბობს, ფაქტის შესახებ, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე აცნობეს. უახლოეს საათებში ელოდებიან ბრძანებას, კლასის დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

"დეზინფექცია ჩაუტარდა საკლასო ოთახებსა და ინვენტარს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციის მიხედვით, სკოლაში განხორციელდა პედაგოგების, გატესტვა რომლის შედეგებიც უარყოფითია", - აცხადებს ნარგიზ რომანაძე.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის განცხადებით, აღნიშნული კლასი გადავა თუ არა დისტანციური სწავლების მოდელზე ჯერჯერობით მათთვის უცნობია.

"მოსწავლეს ორშაბათის მერე სკოლასთან კონტაქტი ამის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვა განიხილავს გადავა თუ არა კლასი დისტანციურ სწავლებაზე", - აცხადებს მადონა გოგიტიძე.

ცნობისთვის, ოთხშაბათს, აღნიშნულ სკოლაში პირველი კლასის ერთ მოსწავლეს დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც ოჯახის კლასტერი იყო. 

მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას სახლში აგრძელებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში