ჯო ბაიდენის პირველი პრესკონფერენცია

26 მარტი 2021, 20:01 1235 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ის პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად. ჯო ბაიდენის თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა აირჩიოს, სურთ ერთად მუშაობა, თუ დაყოფის პოლიტიკის გაგრძელება.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს პროგრესს მიაღწიონ რთულ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი, კლიმატის ცვლილება, ემიგრაცია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მზად არის,როგორც ამბობს იმუშაოს ნებისმიერ რესპუბლიკელთან ერთად, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში