ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობა არ შეჩერდა - „ბათომი“ სამართლებრივ დავას იწყებს

27 მარტი 2021, 12:16 1236 ნახვა

„ბათომი“" ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნაზე განათლების სამინისტროს  უარს სასამართლოში გაასაჩივრებს.

მაია ხაჯიშვილმა ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.ორგანიზაცია "ბათომი" აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს, რომლითაც კომპანია "ამბასადორს" ბათუმის ზღვისპირა პარკში 16 სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მიეცა.

"ბათომი" და ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, რომლითაც ბულვარში, როგორც ძეგლზე მსგავსი სახის სამუშაოს ჩატარება დაუშვებელია. დასაშვებია მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში