ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად ერთი გამარჯვება სჭირდება

27 მარტი 2021, 13:21 1329 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

მე-7 მაეგაშირას წოდების ქართველი ტურნირის ბოლოსწინა დღეს მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

14 დღის შემდეგ ლევანს ჰარუ ბაშოზე თანაბარი ბალანსი 7 მოგება და 7 წაგება აქვს. დასკვნით მე-15 დღეს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ტურნირის დადებითი ბალანსით დაასრულებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში