ვაქცინაციის მე-13 დღე აჭარაში – აიცრა 430 ადამიანი

27 მარტი 2021, 15:15 927 ნახვა

სასულიერო პირების ყოველკვირეული გეგმიური ტესტირების შედეგად მიმდინარე კვირას ინფიცირების 4  შემთხვევა დადასტურდა. - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოგვაწოდა. ინფიცირებულთა შორის  ორი სასულიერო პირია, ორი კი ეკლესიის მსახური. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 490 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. ინფიცირების 36 ახალი შემთხვევაა აჭარაში, რაც 10-ით მეტია გუშინდელ მონაცემებთან შედარებით. ჯანდაცვის სამინისტროში მესამე ტალღის მთავარ პრევენციად ვაქცინაციასა და ძირითადი რეკომენდაციების დაცვას ასახელებენ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე აჭარაში 430  ადამიანი აიცრა. ამ დრომდე „ასტრაზენეკას“  26 ჯავშანია, ფაიზერის ვაქცინის მსურველი კი 900 ადამიანია რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში