4 წელი ვიზალიბერალიზაციიდან

28 მარტი 2021, 12:25 818 ნახვა

4 წელი შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლების მოპოვებიდან. 4 წლის წინ საქართველოს მოქალაქეები ისტორიული რეისით, ჯერ ათენში, შემდეგ კი ბრიუსელში ჩაფრინდნენ. მაშინვე აღინიშნა, რომ მთავარი გამოწვევა პროცედურების დაცვა იყო იმისთვის, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკები არ გაზრდილიყო.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. გამონაკლისს წარმოადგენს 2 ქვეყანა.

ვიზა საჭიროა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გასამგზავრებელად.შენგენის ზონაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეს ყოველი 180 დღის განმავლობაში შეუძლია დაჰყოს 90 დღე. 180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში