საქართველოში „დედამიწის საათი” აღნიშნეს

28 მარტი 2021, 12:05 1177 ნახვა

27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათი” აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნას შეუერთდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია,მთავრობის ადმინისტრაცია და ყველა საჯარო უწყება.

მათ  შენობებში ერთი საათით განათება გამორთეს.„დედამიწის საათი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციაა. მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში