დედამიწის მოსახლეობის 3.4% უკვე აცრილია

28 მარტი 2021, 15:00 718 ნახვა

ბლუმბერგი მონაცემებით, მსოფლიოს 141  ქვეყანაში, გლობალური ვაქცინაციის ფარგლებში, 528 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3.4%-ს შეადგენს. გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ვაქცინა 14 მილიონამდე ადამიანს უკეთდება. ყველაზე სწრაფად იმუნიზაციის პროცესი აშშ-ში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 140 მილიონი ინექცია გამოიყენეს; მიუხედავად ამისა, კოვიდინფიცირების შემთხვევები 2 კვირაა მზარდია.ბოლო 24 საათში, მსოფლიოში 600 ათასამდე ინფიცირებისა და 10 ათასამდე ლეტალობის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევების მესამედი ევროპის კონტინენტზე მოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში