#ნინისთვის – 100-დღიანი სოციალური კამპანია გრძელდება

28 მარტი 2021, 18:01 1402 ნახვა

#ნინისთვის #ნინისგამო - სოციალური კამპანია გრძელდება.   "დედათა და ბავშვთა უფლებების", თემაზე   ბათუმის ქალთა კლუბმა    "წიგნები ბათუმში" გამომცემლობასთან ერთად ღონისძიება გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვისა და ქალის უფლებებზე ასევე საზოგადოებაში არსებულ სტიგმებზე.

#პროტესტის100დღე“ კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა და აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.ისინი  ამბობენ რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად ცვლილებების დროა. კამპანია ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 14  წლის ნინიმ  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში