ხელვაჩაურის მეორე საბავშო ბაღი კორონავირუსის გამო ორი კვირით დაიხურა

29 მარტი 2021, 11:45 1368 ნახვა

ხელვაჩაურის მეორე საჯარო ბაღში კორონავირუსი დადასტურდა. ვირუსი ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს, აღმზრდელის თანაშემწეს დაუდასტურდა.

ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას გეგმიური ტესტირება ჩატარდა, რომლის დროს ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა. 

მათივე განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით, ბაღი დღეიდან 12 დღით დაიხურა და პერსონალი გადავიდა იზოლაციაში.

ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატო შერვაშიძის თქმით, მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც. საბავშო ბაღში კი ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში