საკონსტიტუციო კომისია საკანონმდებლო ორგანოს შეკრების შემდეგ დაკომპლექტდება

03 ნოემბერი 2016, 00:00 1957 ნახვა

მმართველ გუნდში ამ დრომდე არ ასახელებენ იმ საკონსტიტუციო ნორმებს, რომლებსაც კომისია გადახედავს. ''ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთპარტიულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ამ მიზნით, კომისიის მუშაობაში ექსპერტები და პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები ჩაერთვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის მუშაობას შეეხოს. არაოფიციალური ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო შესაძლოა ორპალატიანი გახდეს.

ამავე კატეგორიაში