“მისასალმებელია თუ პროცესი გადატანილი იქნება სამართლებრივ ჭრილში” - თორნიკე რიჟვაძე “ამბასადორის” საკითხზე

29 მარტი 2021, 15:27 826 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიესალმება სასამართლო დავის დაწყებას ამბასადორის მშენებლობასთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის კანონიერება ყველა ინსტანციაში უნდა დადასტურდეს. ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნაზე განათლების სამინისტროს  უარს სასამართლოში “ბათომი“ ასაჩივრებს.   მშენებლობაზე ნებართვის გაუქმების მოთხოვნით თავიდან ორგანიზაციამ აჭარის განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა  მაია ხაჯიშვილმაბათომის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. "ბათომი" და ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, რომლითაც ბულვარში, როგორც ძეგლის ტერიტორიაზე მსგავსი სახის სამუშაოს ჩატარება დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში