პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო - ლევან რატიანი

29 მარტი 2021, 17:42 752 ნახვა

ლევან რატიანის განცხადებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი განმარტებით, კლინიკაში შეყვანისას ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.

რატიანისთქმით, PCR ტესტის შედეგად, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ანტისხეულებზე ნიმუში კი წაღებულია და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

"ის ინფორმაცია, თითქოს მეგი ბაქრაძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოყვანისას იყო გარდაცვლილი სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჭეშმარიტი სიცრუე.

მეგი შემოყვანილი იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ, შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, თერმოდინამიკა იყო არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი მედიკამენტების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰერმოდინამიკას. შემოყვანისთანავე ის გასინჯეს და დაფიქსირდა, რომ იყო ჰერმოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი. ვინაიდან სიკვდილი დგება, როცა გული ჩერდება. კლინიკაში შემოყვანისას მას აღენიშნებოდა გულის ცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მედიკამენტების მეგადოზებით. ფიქსირდებოდა კომა 3 ქულა.

შემოყვანისთანავე მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, სამწუხაროდ იყო გამოწვეული ე.წ პოსტრეანიმაციული დაავადებით და ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია გულის გაჩერება და სიკვდილი.

ვაქცინაციის შედეგად, სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა ის სიკვდილამდე, რაც ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. კლინიკაში შემოყვანისთანავე მას ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, თავის ტვინში იყო ელეტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ ის იყო შემოყვანილი ცოცხალი. ასევე ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდება გულის რიტმი და სიხშირე.

პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ანემია არ დადასტურდება. მას ჩაუტარდა PCR ტესტი კორონავირუსზე, ტესტი ჩატარებული კვლევით იყო ნეგატიური.

გულის გაჩერება თავისთავად იწვევს სასუნთქი სისტემის დისფუნქციას, აღნიშნულიდან გამომდინარე ჩატარებული გულის და ფილტვის რეანიმაცია შესაძლებელია გამოეწვია ის კლინიკური სურათი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის გამოიკვეთა. ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს  წინა პერიოდში ჰქონდა დაზიანება, არ ნიშნავს, თუმცა არ გამორიცხავს. ამიტომ ეს შესაძლებელია სრულებით ჩაითვალოს პოსტრეანიმაციული დაავადების ფილტვის ფენომენად" - განაცხადა ლევან რატიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში