გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერების ვიდეოკონფერენცია ჩაიშალა

29 მარტი 2021, 17:45 1271 ნახვა

რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ვიდეოკონფერენცია   ჩაიშალა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

მანამდე კრემლის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ  გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის  ლიდერების  ვიდეოკონფერენციის შეთანხმება მიმდინარეობს, რომლის მთავარი თემა  დონბასი იქნება. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მონაწილეობა, პესკოვმა აღნიშნა, რომ საუბარი არ ეხება  „ნორმანდიული ოთხეულის“  შეხვედრას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში