უკრაინელი დეპუტატის ინიციატივა

29 მარტი 2021, 17:36 1613 ნახვა

უკრაინის რადის დეპუტატი  პრეზიდენტის პარტიიდან „ხალხის მსახური “ დიმიტრი  გურინი იმ მოქალაქეთა უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე. 25 მარტს გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ  ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არ სურს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აიცრას.

გურინის აზრით,  ვინც  უარს იტყვის აცრაზე , უნდა აეკრძალოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში - კაფესა და რესტორნებში, უმაღლეს სასწავლებელში, თეატრში, სპორტულ და სხვა ღონისძიებაზე ყოფნა.  მანამდე დეპუტატმა იმ ექიმების სამსახურიდან დათხოვნა  მოითხოვა,  რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეპანოვის მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვა მედიკოსების 60 პროცენტმა,  რომლებიც უშუალოდ ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში