გადაეცემა თუ არა 3380 კვ.მ პლაჟი სასტუმრო ''ლე მირიდიანს'' საკრებულო ხვალ გადაწყვეტს

29 მარტი 2021, 18:04 1894 ნახვა

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით  ითხოვს.    შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ  ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. მერიაში საკითხი განიხილეს და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. საკითხზე საკრებულო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.  

განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის   4 თვის   საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 80 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ტერიტორიაზე მაღალი კლასის პლაჟი მოეწყობა.  სივრცე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვისაც.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში