ექთნის გარდაცვალების გამოძიება

29 მარტი 2021, 20:06 1095 ნახვა

ვერსია, რომ თითქოს გარდაცვლილი მედდა მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლევან რატიანის თქმით, დაღუპული არც კოვიდ დადებითი იყო და ასევე არც ერთ კვლევაში ანემია არ დადასტურებულა. ზუსტად რამ გამოიწვია მედდის გარდაცვალება, საექსპერტო დასკვნები მოგვიანებით იქნება. ამას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ჯანდაცვის სამინისტროც.

საქმის ადვოკატებმა კი პოლიციაში დღეს, დაღუპულის მობილური მიიტანეს, სადაც უფლებადამცველების თქმით, ინახება ჩანაწერები, რომელშიც მეგი ბაქრაძის  გარდაცვალების შემდეგ,  მედიკოსები ჩატში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობენ და ინტერესდებიან, ჰქონდა თუ არა დაღუპულს აცრის გაკეთებამდე რაიმე ჩივილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში