კომპანიისთვის პლაჟის იჯარით გადაცემის საკითხი საკრებულოს დღის წესრიგიდან ამოიღეს

30 მარტი 2021, 13:16 1068 ნახვა

კომპანიისთვის პლაჟის იჯარით გადაცემის საკითხი საკრებულოს დღის წესრიგიდან ამოიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე  ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცების დროს იმსჯელებენ. 

''გეგმა უკვე დევს და ის მოთხოვნების, რასაც ზღვისპირა ზოლის განვითარების გეგმა ითვალისწინებს, ასახულია დოკუმენტში. აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც ბულვარის განვითარების გეგმით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი განკარგვის წესით ქალაქის ბიუჯეტში სოლიდური თანხა შემოვიდოდა - ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დასამტკიცებლად შემოსვლის შემდეგ მოხდეს საკითხის განხილვაც'' - განაცხადა სულიკო თებიძემ. 

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში