განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე ძველ ბულვარში ნებისმიერ ახალ მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდება - თორნიკე რიჟვაძე

30 მარტი 2021, 14:44 2571 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალსიწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მონატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი უსწრაფესად სამართავად გადაეცეს მუნიციპალიტეტს.

​"ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრიაციო სივრცეს, ამიტომ ვავალებ აჭარის ეკონომიკის მინისტრს და ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, უზრუნველყონ ბათუმის ბულვარი სამართავად გადაეცეს  მუნიციპალიტეტს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში