ბათუმის ბულვარის მიმდებარედ პლაჟის კომპანია ,,ბათუმი თაუერისთვის“ გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო დროებით აღარ განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხს საჯარო განხილვების შემდეგ დაუბრუნდებიან. ინვესტორს ,,ელ მერიდიანის“ გასწვრივ სანაპირო ზოლი გრძელვადიანი იჯარით უნდოდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტები შეეწინააღმდეგენ. მათ პოზიციას იზიარებს ბათუმის ბულვარის დირექტორიც. ირაკლი ჯინჭარაძე საკრებულოში მივიდა და იქ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.