თურქი მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

30 მარტი 2021, 17:43 818 ნახვა

თურქი მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. იგი  ხელმისაწვდომი უკვე მიმდინარე წელს იქნება. ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გრაფენის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით,   ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით გამოვა და იგი  უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან პრეპარატი  კორონავირუსის სხეულში შეღწევის გზას გაიმეორებს. თურქეთის წამლის  სააგენტოს მიერ დამტკიცების შემდეგ, ვაქცინის კლინიკური გამოკვლევები  სავარაუდოდ,  აპრილში დაიწყება.  

ვაქცინაზე კომპანია ნანოგრაფის სპეციალისტები აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჰაჯეტეპესა და გაზის უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში