სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

03 ნოემბერი 2016, 00:00 3398 ნახვა

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს კონსულის განცხადებით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თურქეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით 50 წლის ქალბატონს, რომელიც სტამბოლში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა, თურქეთის მოქალაქემ დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილის სხეულზე ჭრილობების არსებობას ადასტურებს კონსულიც, თუმცა მისი თქმით, მომხდარს მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მინიჭებია და საქმეს თურქეთის პროკურატურა იძიებს.

ამავე კატეგორიაში