ბათუმში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა 

31 მარტი 2021, 11:46 2110 ნახვა

ბათუმში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან პირველი საჯარო სკოლისა და ''ევრო 2000-ის'' მოსწავლეები. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ სკოლაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მეცხრე კლასის ერთი ჯგუფი.

რაც შეეხება კერძო სკოლას, მეხუთე კლასის მოსწავლეს კოვიდი გუშინ დაუდგინდა, დღეს კლასი სკოლაში აღარ გამოცხადდა და ისინიც დისტანციურად ისწავლიან.

კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთის პირველ ბაღში, ინფიცირებულია მოსწავლე და აღმზრდელი. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ბაღი დაიხურა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში