ქობულეთის, ევექსის ჰოსპიტალში დილიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეების იმუნიზაცია მიმდინარეობს

31 მარტი 2021, 11:56 2402 ნახვა

ქობულეთის, ევექსის ჰოსპიტალში დილიდან 65-წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების იმუნიზაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის "ასტრაზენეკაზე" ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში 8-ჯავშანია გაკეთებული.

აჭარის დაავადებათა კონტროლის  ცენტრის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი აცხადებს, რომ დღეისთვის, აჭარის რეგიონში "ასტრაზენეკაზე" 20-ჯავშანია, რაც შეეხება "ფაიზერის" ვაქცინას 84-ჯავშანია რეგისტრირებული.

მისივე განცხადებით, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ტემპერატურული რეჟიმი, მინიმიზირებული იყოს დანაკარგები სწორედ ამიტომ "ფაიზერთან" მიმართებაში კონცენტრირება მოხდა ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე.

"სწორედ ამიტომ გადაწყდა ქობულეთში ,,ასტრაზენეკა''. ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი აჭარის რეგიონის ჰოსპიტალურ ქსელებში"-განაცხადა ნინო გუგუშვილმა.

ჯამში აჭარის რეგიონში,  ვაქცინა 584-ადამიანს გაუკეთდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში